წესები და პირობები
ბარათზე შეზღუდულია შემდეგი შინაარსის სურათის/დიზაინის დატანა:
- სასაქონლო/სავაჭრო მარკები;
- ლოგოები;
- სლოგანები;
- ორგანიზაციის დასახელებები;
- ნებისმიერი მესამე მხარის ბრენდთან დაკავშირებული საავტორო უფლებებით დაცული მასალები;
- სარეკლამო მასალა;
- პრომო მასალა;
- ცნობილი ადამიანების სურათები;
- სურათები ანიმაციური ფილმებიდან;
- ტელეფონის ნომრები;
- მისამართები;
- ინტერნეტბმულები (ლინკები);
- ანგარიშების ნომრები;
- ბარათის პინკოდები;
- პროვოკაციული შინაარსის მქონე სურათები;
- სექსუალური შინაარსის მქონე სურათები;
- ძალადობის ამსახველი სურათები;
- შეურაცხმყოფელი სურათები;
- არაეთიკური სურათები;
- სიშიშვლისა და ნაწილობრივი სიშიშვლის ამსახველი სურათები;
- მკრეხელობის გამომხატველი სიტყვები;
- უწმაწური, შეურაცხმყოფელი სიტყვები;
- ალკოჰოლური სასმელების სურათები;
- თამბაქოს სურათები;
- ცეცხლსასროლი, ცივი იარაღის სურათები;
- არალეგალური და ანტისოციალური ქცევის ამსახველი სურათები;
- სურათები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს;
- სურათები, რომლებიც გამოხატავს პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალურად მიუღებელი ჯგუფების აზრებსა და რწმენას.
- სურათები, რომლებიც იკვეთება ბარათის დამცავ ზონებთან/ნიშნებთან.
- რელიგიურ თემატიკის შემცველი სურათები/დიზაინები.
შეზღუდული შინაარსის სურათის/დიზაინის ატვირთვის შემთხვევაში მოხდება მათი უარყოფა.
