სერვისის გამოყენებამდე გთხოვთ, გაეცნოთ და დაეთანხმოთ:

ვაცხადებ და ვიძლევი გარანტიას, რომ:

ა) პლასტიკური ბარათის დიზაინის წარდგენისათვის გამაჩნია შესაბამისი უფლებამოსილება ან/და მოპოვებული მაქვს ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილება და მოთხოვნილი დიზაინით პლასტიკური ბარათის დამზადება არ იწვევს/გამოიწვევს მესამე პირთა კანონიერი უფლებების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, საავტორო უფლებების) დარღვევას ან/და იმ საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების (მათ შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების) დარღვევას, რომელთა დაცვაზეც თავად ვარ პასუხისმგებელი.

გ) გავეცანი და თანახმა, ვარ ავუნაზღაურო ბანკს ან/და მესამე პირ(ებ)ს ნებისმიერი სახის ზიანი (ზარალი) რაც გამოწვეული იქნება ჩემს მიერ წინამდებარე განაცხადში მითითებული განცხადებებისა და გარანტიების დარღვევის შედეგად. ამასთან, ვკისრულობ უპირობო და გამოუთხოვად ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პლასტიკური ბარათის დიზაინთან დაკავშირებით ბანკის წინააღმდეგ წარმოებულ ნებისმიერ დავაში ჩავერთო მესამე პირად ან/და მოპასუხედ.

იმ შემთხვევაში თუ დიზაინი წარმოადგენს საავტორო უფლების მქონე ობიექტს, რომლის განთავსებაზეც დაინტერესებული პირს მოპოვებული აქვს ყველა საჭირო ნებართვა ან/და თანხმობა ამ შემთხვევაში დიზაინის საკითხზე ამ პირმა ბანკს უნდა მიმართოს პირადად.

აირჩიეთ ბარათი:

რა არის Love Card-ი?

LOVE CARD „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათია, რომელზეც მომხმარებელს თავად შეუძლია დაიტანოს მისთვის სასურველი დიზაინი